შეთქმულება ხელისუფლების ძალადობით შესაცვლელად – სუს-მა გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით დაწყებულია გამოძიება 315 -ე მუხლის 1 ნაწილით შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად- აღნიშნული განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.”სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად. დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო ოპერატიულ და სამძებრო მოქმედებები“- განაცხადა ლევან იზორიამ.

წყარო

მსგავსი სიახლეები
195 ნახვა