კომპანია ელიტ ელექტრონიქსი 26 წელზე მეტია, რაც მომხმარებელს საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს საქართველოში. დღესდღეობით ელიტ ელექტრონიქსის ქავთარაძის ფილიალში მომხმარებელს უკვე საშუალება აქვს ტექნიკასთან ერთად შეიძინოს ავეჯიც და ერთ სივრცეში სრულად აღჭურვოს სახლი.

ელიტ ელექტრონიქსი არაერთი წამყვანი ბრენდის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. ქსელში 200-მდე ბრენდის 7000-მდე დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილი.  მათ შორის არიან მსოფლიოს ისეთი უმსხვილესი ბრენდები, როგორებიცაა: Bosch, Gorenje, Apple, Samsung, Dyson, Delonghi, Hp, Marshall, Lenovo, Playstation, Nobilia, Calia Italia და სხვა..

ItalDesign არის კომპანია,რომელიც 1998 წლიდან ახორციელებს იტალიურ ავეჯს საქართველოში და დღემდე ინარჩუნებს ძლიერ პოზიციებს ქართულ ბაზარზე.Italdesign– მა წლების განმავლობაში მიაღწია უამრავ დიდ პროექტს. როგორც სათავო ოფისი, ასევე თიბისი ბანკის მარჯანიშვილის ფილიალი, საზოგადოებრივი მაუწყებლობა და სხვა საპატიო ორგანიზაციები.

ItalDesign- ის მაღალი დონის ექსპერტები ცდილობენ მაქსიმალური კომფორტი გაუწიონ თავიანთ მომხმარებლებს. გადახდის ხელსაყრელი პირობები და მაღალი დონის მომსახურება წლიდან წლამდე ზრდის ბედნიერი მომხმარებლების რაოდენობას, რაც საუკეთესო გარანტიაა წარმატებული ბიზნესისათვის.

Enza Home უმსხვილესი თურქული ბრენდია 45 წლიანი გამოცდილებით. დღესდღეობით ოპერირებს 48 ქვეყანაში  200-ზე მეტი ფილიალით, მათ შორის საქართველოში 2015 წლიდან – ავეჯის, სრულად ორთოპედიული მატრასებისა და ტექსტილის მიმართულებით.

Enza Home-ის ავეჯი დინამიური და თანამედროვეა საწარმოო მასალებით, ფერებით, დიზაინითა და ყველა სხვა მახასიათებლით. გამოირჩევა კომფორტით, გამძლეობითა და მრავალფეროვანი არჩევანით – ამჟამად ბრენდი მომხმარებლებს 2000-ზე მეტ განსხვავებულ მოდელს სთავაზობს.

შ.პ.ს. „ბექაური არტი“ 2014 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია განვითარებაზე და წარმოებაში იყენებს მხოლოდ ევროპული სტანდარტების შესაბამის მაღალი ხარისხის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას.

თეგეტა მოტორსის ბიზნეს ჯგუფი, რომელმაც 24 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. საქართველოს გარდა, კომპანია წარმატებით არის წარმოდგენილი ამიერკავკასიის ბაზარზეც. თეგეტა მოტორსი არის კომპანია, რომელიც მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული

ვერდე უზრუნველყოფს როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის გამწვანებას პროფესიულ დონეზე. ვერდეში წარმოდგენილია იშვიათი ჯიშის  მცენარეები , ევროპელი ცნობილი მწარმოებლების საყვავილეები და საბაღე აქსესუარები.

Zaer LTD International  არის ამერიკული კორპორაცია, რომელიც დაარსდა აშშ-ში 1995 წელს. საქართველოში კი მისი ფილიალი 2008 წელს გაიხსნა და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.

ჩვენ სიამაყით წარმოგიდგენთ უნიკალურ ბაღისა და სახლის დეკორაციებს, რკინის ავეჯს და სხვადასხვა აქსესუარებს, რომელიც დამზადებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, უმარლესი ხარისხის მასალისაგან.

Zaer LTD International – ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში მაღაზია ,,ზაერია“, რომელიც მდებარეობს ფალიაშვილის 72-ში, სადაც კოლექცია მუდმივად განახლებადია. მომხმარებელს ვთავაზობთ მათზე მორგებულ ფასებსა და თემატურ ფასდაკლებებს. ჩვენთან მოსული ადამიანი მუდმივად ბედნიერია, რადგან ჩვენთან იყიდება განწყობა.

ზარის შეკვეთა