შენობის ფუნქციიდან გამომდინარე, სამგზავრო საშუალების ტიპის  განსაზღვრა ხდება დაგეგმარების ეტაპზე.

  • არქიტექტურულ დაგეგმარების პროცესში პროფესიონალთა ჩართვა  საშუალებას გვაძლევს დამონტაჟდეს ტექნიკურად გამართული დანადგარი, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრთა ნაკადის შეუფერხებელი გადაადგილებას, მათ შორის პიკის საათებში.
  • პროექტირებისას ტარდება ტრაფიკ-ანალიზი, რომლის საშუალებით განისაზღვრება ამწემექანიზმების რაოდენობა, განლაგება, ტვირთამწეობა, სიჩქარე, შესაბამისი ბრენდი.

ამწე სამგზავრო მექანიზმი მონტაჟდება მშენებლობის ბოლო ეტაპზე.

ლიფტების დაგეგმარებას და მონტაჟს არეგულირებს საქართველოს მთავრობის დადგენილება.

თუ შენობის სართულების რაოდენობა ოთხი ან მეტია

1702.4 პუნქტის მიხედვით მიწის დონიდან ზემოთ ან ქვემოთ ოთხ და ოთხზე მეტსართულიან შენობებში არსებული ლიფტებიდან, სულ მცირე, ერთი ისეთი უნდა იყოს, რომ საგანგებო ვითარებისას სახანძრო-სამაშველო დანაყოფს ყველა იატაკზე მოხვედრა შეეძლოს, ლიფტის კაბინაში შესაძლებელი უნდა იყოს 60 სმ × 2,15 მ ზომის, არანაკლებ, 13 სმ რადიუსის კუთხეებიანი საკაცის განთავსება გახსნილ, თარაზულ მდგომარეობაში

  • საკაცე ლიფტის  ზომები:
  • შახტის გაბარიტები: 1900*2700 მმ
  • კაბინა: 1100*2200
  • კარი: 900 მმ

(იხ. ნახაზი)

სახანძრო-სამაშველო ლიფტი 37 მ-ზე მაღალი შენობისთვის

403.6.1 პუნქტის მიხედვით შენობებში, რომლის დაკავებული იატაკი სახანძრო მანქანის მისადგომი ყველაზე დაბალი დონიდან 37 მ-ზე მაღალია, უნდა არსებობდეს სახანძრო-სამაშველო დანაყოფისთვის მისადგომი, დამონტაჟდეს არანაკლებ, ორი ლიფტისა. სახანძრო სამაშველო ლიფტის  მინიმალური ტვირთამწეობა განისაზღვრება 1600 კგ-ით, რომელიც ითავსებს მგზავრების გადაყვანის ფუნქციასაც:

  • შახტის გაბარიტები: 2400*2900 მმ
  • კაბინა: 1400*2400
  • კარი: 1100 მმ
  • კარი: 1300 მმ

(იხ. ნახაზი)

შშმ პირების ლიფტები

შშმ პირების ლიფტები დაგეგმარების თანამედროვე სტანდარტები:

ვარიანტი #1

  • შახტის გაბარიტები: 2250*2000 მმ
  • კაბინა:  1500*1500 მმ
  • კარი: 900 მმ

(იხ. ნახაზი)

 ვარიანტი #2

  • შახტის გაბარიტები: 2450*1700 მმ
  • კაბინა: 1700*1300 მმ
  • კარი: 900 მმ

(იხ. ნახაზი)

შახტის მოწყობის მოთხოვნები

  • სასურველია შახტის კედლების სტრუქტურა იყოს მონოლითური, ან მინიმუმ ბოლო სართული ჩამოსხმული უნდა იყოს მონოლითით

  • თუ შახტის კედლები სხვა მასალაა, მაშინ 1,5 მ დისტანციით მონტაჟდება ბეტონის სარტყელები

  • შახტის გადახრის კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს 2 სმ-ს

  • ლიფტის გამართული მუშაობისთვის შახტის ტემპერატურა უნდა იყოს +5-დან +40 გრ

  • შახტა უნდა ნიავდებოდეს მუდმივად

  • კარის ღიობები კეთდება პროფესალტან კონსულტაციის შემდეგ.

  • შახტის ზედა სართული უნდა იყოს მინიმუმ 4 მეტრი

  • მშენებლობის დროს შახტის ზედა დახურულ ფინალზე უნდა მოეწყოს დამჭერი კავები მინიმუმ 1000 კგ ტვირთის გამძლეობის

  • შახტაში არ უნდა იყოს სახანძრო-საშხეფი სისტემა, არ შედიოდეს ნალექის ან გრუნტის წყალი

  • დაუშვებელია შახტაში განთავსდეს ნებისმიერი სხვა ტიპის გაყვანილობა, გარდა ლიფტის ფუნქციონირებისთვის საჭირო ელემენტებისა.