მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საგანმანათლებლო კომპლექსია,  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც საუნივერსიტეტო ქალაქს და კამპუსზე ცხოვრების შესაძლებლობას სთავაზობს სტუდენტებს.

უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობებში სამგზავრო ლიფტების დამონტაჟებას უზრუნველყოფს საქართველოს ლიფტების კომპანია/Georgian Lift Company.

კორპუსის არქიტექტურა და დიზაინი თანამედროვე, მინიმალისტურ სტილშია შესრულებული, შიდა ინტერიერის ვიზუალურ ხაზს აგრძელებს ჩვენი კომპანიის მიერ დამონტაჯებული იაპონური ბრენდი „AYOMA ELEVATOR”-ის ლიფტები, რომელიც კონცეპტუალურად შეირჩა აღნიშნული სივრცისთვის დიზაინის, თავსებადობის და ფუნქციის გათვალისწინებით.

საქართველოს ლიფტების კომპანია/Georgian Lift Company თანმიმდევრულად მუშაობს კომპლექსის სამგზავრო საშუალებებით სრულად აღჭურვისთვის.