წარმოიდგინეთ სიმწვანეში ჩაფლული სასტუმრო-აპარტოტელის ტიპის კომპლექსი, რომელიც თბილისის ყველაზე წყნარ და უსაფრთხო უბანში შენდება – ეს ვილა რეზიდენს აპარტმენსია.  პროექტი მომხმარებლის სურვილებისა და მოლოდინის გათვალისწინებითაა შექმნილი და საკუთარ თავში კომფორტისთვის აუცილებელ ყველა დეტალს აერთიანებს: დაწყებული უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით, დასრულებული სასტუმროს ტიპის მომსახურებით. კომპლექსის სიახლოვეს არსებული სკვერი და პროექტში გათვალისწინებული გამწვანება იდეალურ გარემოს შექმნის თქვენთვის და თქვენი ოჯახისათვის.

ვილა რეზიდენს აპარტმენსი – წარმოადგენს 12 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, რომლშიც განლაგებულია 54 ბინა.