VR Holding შეკვეთილში მასშტაბურ და ინოვაციურ პროექტს იწყებს
VR Holding ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის მიერ 2010 წელს დაარსდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით 3 მნიშვნელოვან პროექტს “კრწანისი რესორტ რეზიდენსს”, “ვაკე თაუერს” და “შეკვეთილი რესორტ & სპას” ახორციელებს.
“კრწანისი რესორტ რეზიდენსი” 20 ჰექტარზე გაშენებული, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით მოწყობილი, პირველი რესორტული ტიპის დასახლებაა თბილისში.
“ვაკე თაუერი” – თანამედროვე არქიტექტურით გამორჩეული, ახალი მიზიდულობის ეპიცენტრი ქალაქში.
“შეკვეთილი რესორტ & სპა” ახალი კონცეფციის პროექტია შავი ზღვის სანაპიროზე, რომლის სანაპირო ზოლიც 1200 მეტრია. შეკვეთილი გამოირჩევა ეკოლოგიურად ყველაზე ჯანსაღი გარემოთი, რომლის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია:
- ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და იონიზირებული ჰაერი
- სამკურნალო თვისებებით გამორჩეული მაგნიტური სანაპირო
- მრავალწლოვანი ფიჭვის ხეები, რომელიც ჰაერს ავსებს ალპური არომატებით და ქმნის სამკურნალო ეფექტს.
- ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო
მიწის ნაკვეთი არის სასტუმრო “პარაგრაფის” მომიჯნავედ , ხოლო ნაკვეთთან ახლოს მდებარეობს ზღვისპირეთის მნიშვნელოვანი პუნქტები:
- გასართობი სივრცე “ციცინათელა”
- საკონცერტო დარბაზი “Black Sea Arena”
- დენდროლოგიური პარკი
- მინიატურებისა და მუსიკოსთა პარკი.
Beachside Villas
2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაეთმობა 5 Beachside ვილას, რომლის უპირატესობებია:
- სანაპიროს პირველი ზოლი
- 1500 – 2000 კვ.მ. მიწის ფართობი
- ბიჭვინთის ფიჭვის ნარგავები ეზოში
- ეზოში აუზის მოწყობის შესაძლებლობა
- საცხოვრებელი ფართი 320 – 440 კვ.მ.
Villa Land
2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაეთმობა 24 Villa Land-ს, რომლის მახასიათებლებია:
- 500-700 კვ.მ. მიწის ფართობი
- საცხოვრებელი ფართი 220 კვ.მ.
პროექტის ფარგლებში პირველი ფაზის 1 ჰექტარი დაეთმობა ტყე-პარკს.
ღირებულება
Villa Land-ის მიწის ნაკვეთის ღირებულებაა $500, ხოლო Beachside ვილების მიწის ნაკვეთის – $400. ღირებულებაში შედის გზისა და ბილიკის მიყვანა ნაკვეთებამდე, კომუნიკაციები და ბუნებრივი ღობეების მოწყობა.