პროექტები – elevator.ge

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

2022-09-28T13:13:38+00:00

მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საგანმანათლებლო კომპლექსია,  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც საუნივერსიტეტო ქალაქს და კამპუსზე ცხოვრების შესაძლებლობას სთავაზობს სტუდენტებს. უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობებში სამგზავრო ლიფტების დამონტაჟებას უზრუნველყოფს საქართველოს ლიფტების კომპანია/Georgian Lift Company. კორპუსის არქიტექტურა და დიზაინი თანამედროვე, მინიმალისტურ სტილშია შესრულებული, შიდა ინტერიერის ვიზუალურ ხაზს აგრძელებს ჩვენი კომპანიის მიერ დამონტაჯებული იაპონური ბრენდი „AYOMA ELEVATOR”-ის ლიფტები, რომელიც

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

2022-09-28T13:03:11+00:00

ლიფტს ხშირად ადარებენ თვითმფრინავს...ორივე მათგანი აღჭურვილია უსაფრთხოების უმაღლესი მექანიზმებით და პროფესიონალური ტექ-მომსახურების პირობებში მათი ჩამოვარდნის ალბათობა ნულის ტოლია. სიმბოლურია, რომ ქუთაისის აეროპორტის შენობაში, სადაც უსაფრთხოება N1 ამოცანაა, ლიფტების მონტაჟი სწორედ საქართველოს ლიფტების კომპანიამ განახორციელა. აეროპორტს ერთდროულად 600 მგზავრის მომსახურება შეუძლია და ყოველდღიურად ეს რიცხვი შესაძლოა ათჯერ გაიზრდოს ფრენების ინტენსივობის მიხედვით. სანამ მგზავრები თვითმფრინავის სალონში საკუთარ

პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისი

2022-09-28T12:58:13+00:00

პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისი პირველი მწვანე ნაგებობაა საქართველოში, რომელმაც საერთაშორისო EDGE სტანდარტის სერთიფიკატი ნაგებობაში რესურსების ეფექტური გამოყენებისთვის მოიპოვა, რაც ნიშნავს 20%-ით ნაკლებ ენერგიის, წყლის და მასალებში მატერიალიზებულ რესურსების ხარჯვას. საქართველოს ლიფტების კომპანიამ გააგრძელა აღნიშნული არქიტექტურული ხაზი და პროკრედიტ ბანკის დაკვეთით, შენობაში დაამონტაჟა გერმანული ბრენდი ThyssenKrupp-ის პანორამული ლიფტი (ორი კაბინა), რომელიც 2013 წლიდან სრული დატვირთვით ემსახურება

მეტროს სადგური „უნივერსიტეტი“

2022-09-28T13:46:20+00:00

მეტროს სადგური სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისისთვის 23 -ე მეტრო სადგურია, რომლის მშენებლობა 21 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო და საბოლოოდ, 2017 წლის ოქტომბრის თვეში გაიხსნა. სამშენებლო სამუშაოები ესპანურმა კომპანია COBRA ASSIGNIA-მ განახორციელა, ხოლო ამწე სამგზავრო საშუალებების, ესკალატორების მონტაჟი საქართველოს ლიფტების კომპანია/GLC განახორციელა. მოქალაქებს ემსახურება სამი ესკალატორი, რომელთაც ყოველდღე, საშუალოდ 15 000 მგზავრი გადაყავს.

თბილისის საკრებულო

2022-09-28T14:34:34+00:00

თბილისის საკრებულოს შენობა უნიკალურია თავისი შიდა და გარე არქიტექტურით. ნებისმიერი ვიზიტორისთვის თუ თანამშრომლისთვის სასიამოვნო გარემო ინფრასტრუქტურულადაც მოსახერხებელი და კომფორტულია მოქალაქეებისთვის. საქართველოს ლიფტების კომპანიის მიერ დამონტაჟებულია შშმ პირების ლიფტი და მობილური შშმ პლატფორმა, რომელიც ყველა შესაბამის სტანდარტს აკმაყოფილებს.

ჟინვალჰესის წყალგამტარი გვირაბი

2022-09-28T14:34:15+00:00

საქართველოს ლიფტების კომპანიამ შეასრულა ერთ -ერთი ურთულესი პროექტი, რომელიც გულისხმობდა ჟინავალის ჰიდროელექტროსადგურის 72მ სიღრმის წყალგამტარი გვირაბის შახტაში სპეციალიზირებული სამგზავრო/სატვირთო ლიფტის მონტაჟს. წარმატებულად დასრულებულმა პროექტმა საშუალება მისცა შეუფერხებლად ეწარმოებინათ სამშენებლო სამუშაოები. გვირაბში გამომუშავებული ელექტროენერგიის წარმადობა 130,000 კვტ-ია. აღსანიშნავია, რომ ჟინვალის წყალსაცავი თბილისის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს ამარაგებს სასმელი წყლით.

Go to Top