
TKEelevator (Thyssenkrupp)
„ინჟინერია რომელიც ამოძრავებს სამყაროს“
TKE elevator – მსოფლიო ლიდერი ლიფტების და ამწე მექანიზმების ინჟინერიაში. საქართველოს ლიფტების კომპანია 2010 წლიდან გერმანული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია, რაც ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდის მსოფლიო დონის ინოვაციურ ტექნოლოგიებს და საინჟინრო გადაწყვეტებს.
TKE elevator – კომპანია, რომელმაც რევოლუცია მოახდინა თანამედროვე ინჟინერიაში, შეცვალა ლიფტის მოძრაობის ტრაექტორია, შესაძლებელი გახადა ერთ შახტაში რამდენიმე დანადგარის პარალელური გადაადგილება და სხვ. TKE elevator წარმოდგენილია მსოფლიოს 100 -ზე მეტ ქვეყანაში, ასაქმებს 50 000 ადამიანს და მისი გაყიდვები შეადგენს 8 მლრდ ევროს.
Wittur
გერმანული ხარისხი 1968 წლიდან… მომხმარებელს სთავაზობს ლიფტების, ამწე მექანიზმების და ნაწილების სრულ ასორტიმენტს. WITTUR საწარმოო პროცესს ახორციელებს მსოფლიოს 13 ქვეყანაში, მართავს 7 გლობალურ ტექნოლოგიურ ცენტრს, დაპატენტებული აქვს 126 უნიკალური გამოგონება და ასაქმებს 4700 ადამიანს. 2021 წელს კომპანიის გაყიდვებმა 835 მლნ ევრო შეადგინა, წარმოდგენილია მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში, როგორც დახვეწილი ინოვაციური ტექნოლოგიის მწარმოებელი, რომელსაც საკუთარი გემოვნებიანი მომხმარებელი ყავს.
საქართველოს ლიფტების კომპანია წლების განმავლობაში თანამშრომლობს Wittur-თან, შესრულებული აქვს ათობით შეკვეთა, სადაც ბრენდის წარმოებული პროდუქტი დამონტაჟდა და წარმატებით გაიარა ექსპლუატაციის ტესტი.


Aoyama
AOYAMA ELEVATOR GLOBAL LTD არის პროფესიონალური ლიფტების კომპანია, რომელიც აპროექტებს და აწარმოებს ლიფტებს, ესკალატორებს, მოძრავ ბილიკებს და დანადგარების ნაწილებს. სტანდარტულ დანადგარს ირჩევთ თუ ექსკლუზიურს შესაძლებლობები უსაზღვროა…
თუ არჩევანს Aoyama -ზე აკეთებთ შედეგად იღებთ იაპონური ხარისხს ენერგოეფექტურ ტექნოლოგიას, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტს ახალ ეკოლოგიურ სტანდარტებთან შესაბამისობით. უსაფრთხოების და დაცულობის გარანტიას, ტექნიკურ და პროგრამულ მხარდაჭერას .
ჩვენი იაპონელი პარტნიორი ბრენდი საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს ხელმისაწვდომი ფასები შევთავაზოთ მის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე.
Fermator
Fermator Group არის ლიფტების ავტომატური კარების (მონოპროდუქტის) წამყვანი მწარმოებელი მსოფლიოში. ფერმატორი ქმნის ყველა ტიპის და დიზაინის კარს მსოფლიო ლიფტის მწარმოებელი ბრენდებისთვის მოთხოვნის შესაბამისად, უმაღლესი სტანდარტების დაცვით. Fermator-ის მიერ წარმოებული ავტომატური კარები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს; EN 81-20/50, ASME A17.1, GB 7588 და ცეცხლგამძლეობის მოთხოვნები: EN 81-58 და UL 10B
სათაო ოფისი მდებარეობს ესპანეთში, საწარმოო ქარხნები გადანაწილებულია საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთში, საბერძნეთში, ინდოეთში, ჩინეთსა და ბრაზილიაში.


OZINAN
OZINAN Elevator Industry Contracting and Trade Limited Company დაარსდა 1979 წელს სეიფეტინ ოზინანის მიერ. კომპანია გამოირჩევა ბრენდული დიზაინით, აწარმოებს ლიფტის კარებს, კაბინებს, ღილაკებს, ძრავებს და ყველა სპეციფიკურ კომპონენტს.
საქართველოს ლიფტების კომპანია აქტიურად თანამშრომლობს თურქულ ბრენდთან ბიუჯეტური შეკვეთების დროს.
XIZI Parking
XIZI Parking – მა პარკირების ბიზნესი 1995 წლიდან დაიწყო. XIZI United Holdings Limited-ის ბიზნესის განვითარების ფილოსოფია გამოიხატება სლოგანში – “თანამშრომლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკურენცია”,
როგორც ინტელექტუალური პარკირების წამყვანი საწარმო ჩინეთში, კომპანია მრავალი წლის განმავლობაში პირველ ადგილზეა პარკირების სისტემის ბაზარზე, მან მოაგვარა პარკირების პრობლემა 150-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ქალაქში, შეიქმნა 500 000-მდე პარკინგის ადგილი მთელი ქვეყნის მასშტაბით; მისი პროდუქტები ექსპორტირებულია სინგაპურში, ტაილანდში, მალაიზიაში, ვიეტნამში, მიანმარში, რუსეთში, საბერძნეთში, ახლო აღმოსავლეთში, იაპონიაში, შეერთებულ შტატებში და სხვა.


AKE Asansor
თურქული ბრენდია, რომელმაც 1995 წელს დაიწყო საქმიანობა ბაზარზე. ინდუსტრია განთავსებულია ანტალიაში, წარმომადგენლობითი ოფისები მდგებარეობს სტამბულსა და კიოლნში. კომპანია გამორჩეულია, როგორც შშმ პირების ლიფტებისა და ამწემექანიზმების მწარმოებელი თურქეთში. AKE Asansor -ის წარმოებული პროდუქციის მომხმარებლები არიან ევროპა, რუსეთი, აფრიკა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები.

MP Lifts
ესპანური ბრენდია, ქმნის ენერგო ეფექტურ და ინოვაციურ ტექნოლოგიებს უმაღლესი ევრორეგულაციების გათვალისწინებით, რომელიც 30 წელია ემსახურება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 12 მლნ-ზე მეტ ადამიანს. მომხმარებლის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე ქმნის დანადგარების დიზაინს და შესაბამის ტექნიკურ გადაწყვეტებს.
Arkel
საქმიანობა დაიწყო ლიფტის მართვის ბარათების წარმოებით. ამჟამად, აწარმოებს მართვის პანელებს, უსაფრთხოების სისტემებს, VVVF დრაივერს, ლიფტის მართვის ინტეგრირებულ განყოფილებას და საჭირო სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს. სექტორი. წამყვანი ბრენდია თურქეთში ლიფტების საინჟინრო მომსახურების სფეროში.
ARKEL-მა პირველმა დაიწყო თურქეთში ლიფტის ძრავის დიზაინი და წარმოება. თურქეთის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, 2005 წელს ლიფტის სტანდარტის EN81-1/2 ამოქმედებით და ARKEL-ის მიერ ამ სტანდარტების შესაბამისი პროდუქციით, მის წინაშე ახალი ჰორიზონტი გაიხსნა და მან შეძლო. კომპანია ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს ახლო აღმოსავლეთში, აფრიკში, ევროპის ქვეყნებში, აზიასა და ავსტრალიაში.


GG lifters
Qingdao GG Lifters Co., Ltd, ჩინური კომპანიაა. ძირითადი სპეციფიკაა ავტომატური და მექანიკური პარკირების სისტემების წარმოება და ინსტალაცია. ჩინური ბრენდი გვთავაზობს ნებისმიერი ტიპის და ფუნქციონალის პარკირების ლიფტებსა და სისტემებს, რომელზეც არსებობს მოთხოვნა მსოფლიოს მასშაბით, სტანდარტული თუ მოდერნიზებული შენობებისთვის; ცალკე მდგომ პარკირების სისტემებს, ფაზლის, მბრუნავი, მიწიქვეშა, მაკრატლის პრინციპის პარკირებებს და სხვა.