მნიშვნელობა არ აქვს რა ტიპის შენობას აშენებთ, ჩვენთან ხელმისაწვდომია ნებისმიერი სისტემის და დანიშნულების დანადგარი, რომელიც შესაძლოა დაგჭირდეთ.

  • სამანაქანო განყოფილებით
  • სამანქანო განყოფილების გარეშე
  • ჰიდრავლიკური
  • პნევმატური

ყველა სახის ლიფტს გააჩნია თავისი უპირატესობა შენობის პარამეტრებიდან გამომდინარე.

სამგზავრო ლიფტი

გამოიყენება ნებისმიერი ტიპის შენობაში როგორც გადაადგილების საშუალება:  საცხოვრებელ სახლებში, საოფისე შენობებში, სასტუმროებში, სავაჭრო ცენტრებში, აეროპორტებში, სპეციალური დანიშნულების ობიექტებში

არსებობს სამგზავრო ლიფტის მრავალი ნაირსახეობა, ჩვენ გთავაზობთ სწორედ იმ არჩევანს, რომელიც თქვენ გჭირდებათ!

პანორამული ლიფტი

ლიფტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სახეობაა. პანორამული ლიფტი – შენობის არქიტექტურული დიზაინს სრულყოფს. მინის ინტერიერი ტოვებს სივრცის სრულად აღქმის შთაბეჭდილებას.მარკეტოლოგებს კარგად ესმით პანორამული ლიფტების დანიშნულება და ფუნქციონალურად იყენებენ მათ შესაბამის სივრცეებში. სავაჭრო ცენტრებში, ბანკებში, თუ შენობის გარე ფასადზე დამონტაჟებული პანორამული ლიფტი ხელს უწყობს მომხმარებლის დაინტერესებას სხვადასხვა პროდუქტით შენობის გარე ფასადებზე დამონტაჟებული პანორამული ლიფტები ტურისტების მიზიდვის საუკეთესო საშუალებაა.

სატვირთო ლიფტი

მონტაჟდება ნებისმიერი ტიპის შენობაში, სადაც ტვირთის გადაზიდვის აუცილებლობა დგას.

სატვირთო ლიფტის შერჩევა ხდება შენობის ფუნქციის და ტვირთის გაბარიტულობის გათვალისწინებით და არსებობს:

  • ჰიდრავლიკური
  • სამანქანოს განყოფილებით
  • სამანქანო განყოფილების გარეშე
  • ხრახნიანი

ტვირთის სპაციფიკიდან გამომდინარე სატვირთო ლიფტით ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება ადამიანის თანხლებით ან მის გარეშე.

შშმ პირების ლიფტი და პლატფორმა

მოსახლეობის მცირედმობილური ჯგუფების თავისუფალი გადაადგილება სპეციალური მოდიფიცირებულ ინფრასტრუქტურას მოითხოვს, მათშორის გარდაუვალი საჭიროებაა შშმ პირების ლიფტები, რომელიც საჯარო სივრცის აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტია .შშმ ლიფტის პლატფორმა ან მექანიზმი მდებარეობს  მისაღებ სივრცეებში ან კიბის უჯრედში. შშმ პირთა პლატფორმის შერჩევა ხდება  ფერის, ზომისა და კონსტრუქციის შესაბამისად. მონტაჟდება როგორც შენობის შიდა სივრცეში, ისე გარე ფასადზე. მოსახლეობის მცირედმობილური ჯგუფების გადაადგილების უზრუნველყოფისათვის გადაადგილების საშუალებების შესაბამისი მოდელის შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს, გასათვალისწინებელია ობიექტის ვიზუალი, არქიტექეტქურული გადაწყვეტა და დანადგარის ფუნქციური დატვირთვა.

საქართველოს ლიფტების კომპანია ამ თვალსაზრისითაც ერთ-ერთი მოწინავეა ბაზარზე, რაზეც კომპანიის მიერ შესრულებული პროექტები მეტყველებს.

ჰოსპიტალის სპეციალიზებული ლიფტი

საავადმყოფოს ლიფტები შექმნილია, რათა დააკმაყოფილოს სპეციფიკურ გარემოში გამოყენების მოთხოვნები, იყოს მოსახერხებელი და კომფორტული პაციენტების, ვიზიტორებისა და პერსონალის საოპერაციო მოთხოვნებისა და ტრანსპორტირების  საჭიროებების შესასრულებლად.  ლიფტის კაბინის გაბარიტები გადასაყვანი საწოლის ყველა სტანდარტზეა გათვლილი, კომპანიის მომსახურების მხარდაჭერა კიდევ უფრო კომფორტულს ხდის დანადგარის გამოყენების პროცესს.

კერძო აპარტამენტის ლიფტი

კერძო სახლში, აპარტამენტში, ვილაზე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება სამგზავრო ლიფტები, როგორც შიდა ინტერიერის ისე ფასადის ფუნქციური ელემენტი. თანამედროვე არქიტექტურა მოითხოვს მრავალგვარ გადაწყვეტებს და ხშირად ლიფტის მონტაჟი ინტერიერში უფრო გამართლებულია, ვიდრე კიბე, ან შესაძლოა მათი თანაარსებობაც.  ჩვენი ექსკლუზიური მომწოდებლები დააკმაყოფილებენ ნებისმიერ მოთხოვნას, რომელიც მორგებული იქნება  შენობის არქიტექტურას და ინტერიერის დიზაინს.

ავტომობილის ლიფტი

გამოიყენება მრვალდონიან პარკინგებზე ავტომობილების გადასაყვანად, ადაპტირებულია ავტომობილიდან გადმოუსვლელად, დისტანციურად ლიფტის მართვისათვის. განკუთვნილია როგორც მსუბუქი ასევე მაღალი გამავლობის 5 ტონამდე ავტომობილებისათვის.

სპეციალიზირებული ლიფტი

იგულისხმება ისეთი დანადგარი, რომლის მონაცემები მორგებულია გარდაუვალ საჭიროებებს და  რისთვისაც იწყობა აღნიშნული მოდელი ან სისტემა. გამოიყენება სპეც-დანიშნულების ობიექტებში სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვით (გვირაბები, შახტები, სპეციალიზებული სატვირთო და ა.შ)

ესკალატორი

ლიფტისგან განსხვავებით ესკალატორი მგზავრების გადაყვანის მაღალი გამტარიანობით(დაახლ. 6000 – 10 000 ადამიანი საათში) გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, იგი ძირითადად სავაჭრო ცენტრებში, საოფისე შენობებში, აეროპორტებში, რკინიგზის სადგურებსა და სხვადასხვა ტიპის შენობებში გამოიყენება, სადაც ძალზე მაღალი მგზავრთა ნაკადია. ესკალატორი რეკრეაციის და დასვენების ფუნქციასაც ითავსებს განსაკუთრებით სავაჭრო ცენტრებსა და აეროპორტის ტერიტორიაზე.

ტრავოლატორი

ესკალატორისგან განსხვავებით ტრავოლატორს არ გააჩნია კიბისებური სტრუქტურა, მონტაჟდება ჰორიზონტალურ ზედაპირზე ან დაბალი დახრის კუთხით,  გამოიყენება მგზავრების მაღალი ნაკადის (6000- 1000 ადამიანი საათში) გადასაყვანად.

პარკირების სისტემები

ინდივიდუალური შეთავაზებები სხვადასხვა ტიპის საპარკინგე სისტემებზე

სტაციონალური

მოძრავი პლატფორმები

მიწისქვეშა პატკინგი

სამშენებლო კალათები

გამოიყენება მშენებლობებზე გარე ფასადის სამუშაოების დროს. გთავაზობთ, როგორც მექანიკურ, ასევე ელექტროძრავიან მოდელებს.

მიიღეთ კონსულტაცია