ჩვენ შესახებ

კომპანია „ვილა რეზიდენსი“დაარსდა 2010 წელს, კომპანიის დამფუძნებლის და მმართველის ნოშიკო ნამორაძის მიერ. ბიზნესმენმა შეარჩია თბილისში ისტორიული უბანი, მისი საუკეთესო ეკოლოგიური და ლანდშაფტური პარამეტრებიდან გამომდინარე.
მიზანი იყო შექმნილიყო N1 ეკოლოგიურად საუკეთესო უბანი და პროექტი ქალაქში, რომელიც უპასუხებდა ყველა თანამედროვე მოთხოვნილებასა და გამოწვევას. პროექტის 8 ჰექტარზე განაშენიანება წარმატებით განხორციელდა და შეიქმნა საუცხოო საცხოვრებელი გარემო, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს.
პროექტზე მოთხოვნილებიდან გამომდინარე კომპანია “კრწანისი ვილა რეზიდენს“-მა მრავალ მილიონიანი ინვესტირება განახორციელა და შეიძინა 12 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. კომპანია აგრძელებს ინოვაციური პროექტის განხორციელებას.
ჩვენთვის დეველოპმენტი მხოლოდ შენობების აშენება არაა. ჩვენ გვინდა, შევქმნათ პირობები იმისთვის, რომ ადამიანებმა ბედნიერად და კომფორტულად იცხოვრონ ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, ეფექტურად დაგეგმარებულ სახლებში. ააშენო საცხოვრებელი შენობები ისე, რომ ბუნებისთვის დამახასიათებელი სიმშვიდე და ჰარმონიულობა არ დაიკარგოს – ნამდვილი ხელოვნებაა. ამ ყველაფრისთვის კრწანისი იდეალური ადგილია.
პროექტები

კრწანისი რესორტ რეზიდენსი
ჩვენი ინოვაციური პროექტი ახალი სიტყვაა თბილისში, რაც თანამედროვე ადამიანებს სთავაზობს ურთიერთობების შესაძლებლობასა და კომფორტულ გარემოს უბნის ტეროტორიაზე

VR შეკვეთილი რესორტ & სპა
“შეკვეთილი რესორტ & სპა” ახალი კონცეფციის პროექტია შავი ზღვის სანაპიროზე, რომლის სანაპირო ზოლიც 1200 მეტრია

VR ვაკე თაუერი
VR Holding-ის ინოვაციური პროექტი ვაკეში, ქვეყნის მასშტაბით მიზიდულობის ახალ ეპიცენტრს გააჩენს. უნიკალური კონცეფციის შენობა-ნაგებობას მრავალფუნქციური დანიშნულება ექნება