აშშ-ის სენატმა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის სენატმა პიტ ჰეგსეტი პენტაგონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 51 ხმით 50-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

გადამწყვეტი ხმის მიცემა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს მოუწია.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე Fox News-ის ყოფილი წამყვანისა და არმიის ვეტერანის, პიტ ჰეგსეტის კანდიდატურას მხარი სამმა “რესპუბლიკელმა“, მიჩ მაკკონელმა, ლიზა მურკოვსკიმ და სიუზენ კოლინსმა, არ დაუჭირა.

ჰეგსეტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიულოცა და აღნიშნა, რომ იგი შესანიშნავი თავდაცვის მდივანი იქნება.